პროექტის აღწერა

  1. პროექტის სახელწოდება :  „დედამიწის საერთაშორისო დღე ჩვენს სკოლაში
  2. პროექტის მთავარი იდეა:  საკუთარი გარემოს გაუმჯობესება
  3. პროექტის აქტუალობა: ბავშვებს გაუღვიოთ ინტერესი გარემოს დაცვაზე, ასევე შევახსენოთ უფროსებს რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.
  4. მოსწავლის ასაკი : 6 წლიდან 18 წლამდე, I კლასიდან XII კლასის ჩათვლით
  5. ვადებიხანგრძლიობა : 1 კვირა
  6. მოსალოდნელი შედეგები/პროექტებირაც შეიძლება შიქმნას
  7. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები :  პლასტილინი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, გუაშები, შავი ფანქარი, წებო, მუყაო, გლობუსი, მაკრატელი, ნერგები, პროექტორი, კომპიუტერი, პრინტერი. 
  8. პროექტის მსვლელობა მოსწავლეები დავყოთ 4 ჯგუფად: I  ჯგუფში შევლენ დაწყებითი კლასები(I-IV), II ჯგუფი - V -VII კლასები, III ჯგუფში - VIII-X კლსები, IV ჯგუფში კი - XI-XII კლასები. პირველ დღეს  (15 აპრილი) IV ჯგუფში მონაწილე ბავშვები რესურსების გამოყენებით, როგორიცაა კომპიუტერი და პრინტერი დაამზადებენ ბუკლეტებს. (16 -17-18 აპრილს)  I და II  ჯგუფში შესული მოსწავლეები გააკეთებენ პლასტილინით დედამიწის მოდელს და სხვადასხვა ფიგურებს , ასევე დახატავენ და გამოჭრიან დედამიწას თავისი შეხედულებებით. 19 აპრილს მოხდება ბუკლეტებისა და ნამუშევრების დახარისხება. 20 აპრილს III ჯგუფში მყოფი მოსწავლეები შემოივლიან მიმდებარე ტერიტორიას და გაავრცელებენ ბუკლეტებს რომელშიც მოწვეულები იქნებიან საქველმოქმედო გაყიდვებში. 21 აპრილს 14:00 საათზე გაიმართება გამოფენა გაყიდვა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ III ჯგუფში მყოფი მოსწავლეები. შემოსული თანხებით IV ჯგუფში არსებული მოსწავლეები იყიდიან ნერგებს. ხოლო 22 აპრილს ყველა მოსწავლე რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს პროექტში, საზეიმოდ დავრგავთ ნერგებს სკოლის გარშემო. მათ გადავცემ სერთიფიკატებს.  ასევე გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოსურათებს. 
  9. საგანთან საგნობრივ ჯგუფთანეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასთან ერთად.
  10.  ხელმძღვანლის ელ ფოსტა: darejan.javaxishvili1@gmail.com
  11.  პროექტის ხელმძღვანელი: დ. ჯავახიშვილი
  12.  პროექტის ვებ – გვერდი :http://skoladedamiwisdge.blogspot.com/

No comments:

Post a Comment